пятница, 17 октября 2008 г.

.1 პროექტის სახელი: ჩვენი ტრადიციები.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ტრადიციების შესწავლა ეს არის გზა ერის ფასეულობების , მისი თავისებურებებისა და კულტურის შეცნობისა. მოსწავლეები გაიცნობენ სხვადასხვა კუთხის, ერის ტრადიციებს. მოხდება მათი შედარება ანალიზი.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ და აანალიზებენ თავიანთი ოჯახის, კუთხისა თუ ქვეყნის ტრადიციებს. აკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს. იკვლევენ საერთოდ გამქრალსა თუ ფერშეცვლილ ადატ-წესებს. ართმევენ ინტერვიუს მშობლებს, ახლობლებს , უხუცეს ადამიანებს.
ექნებათ მიმოწერა ჯერ სხავადასხავა კუთხის, შემდეგ კი სხავა ქვეყნის მოსწავლეებთან. შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები. ინტერვიუებისა და კიტხვარების მეშვეობით ძირითადი საკითხების გამოყოფა. მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის, ბლოგების შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის ადათ-წესებს. უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას, კულტურასა და ხასიათს. გაარკვევენ თანამედროვე ტრადიციების საფუძვლებს. გააცნობიერებენ მათს უარყოფითსა თუ დადებით მხარეებს. შეადარებენ და გაანალიზებენ გამოკვეთილ ფასეულობებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია გეოგრაფია, ხელოვნება.სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, კვლევის, ანალიზის, შედარების, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა……

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა გაბისონია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:teagabisonia7@.gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:teagabisonia.blogspot.com